

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის,ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს.
ხიდარში, გმირის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანასოფლელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბენ.
ზაზა 2007 წლიდან ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 7 აგვისტოს ის თანამებრძოლებთან ერთად საომარ მოქმედებებში ჩაერთო.
8 აგვისტოს ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. კიდევ წასულა დაჭრილებისკენ, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა…
დღეს ზაზა გლუნჩაძის საფლავთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი თავგანწირვა და აღნიშნეს, რომ არასოდეს დაივიწყებენ საამაყო გმირის სახელს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი