

სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციით, მ/ძ ქვესადგურ „საქასრიაში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 8 აგვისტოს 12:00-15:00 საათამდე შეუწყდება ფიდერ „საქსოვი ფაბრიკის“ დაახლოებით 600 მომხმარებელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, მაქათუბანი.
9 აგვისტოს 12:00-15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურ „ხარაგაულიდან“ გამავალი ფიდერ „კიცხის“ 800-მდე აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თეთრაწყარო, ლაშე, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი, ლაშის იგორეთი, ახალსოფელი.
ასევე, 9 აგვისტოს, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით მიზნით, 10:00-16:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგური „მოლითი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენეტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ვახანი.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.
სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი