14 წლის ხარაგაულელი ლიზი ბარბაქაძისთვის ზვარეს ახალგაზრდულ ბანაკში გამგზავრების მომენტი არის „დღე, რომელსაც მთელი წელი ელოდა,“ – როგორც ის სოციალურ ქსელში აღნიშნავს.

ლიზი მეგობრებთან ერთად ზვარეს ახალგაზრდულ ბანაკში დღეს, 8 აგვისტოს, გაემგზავრა.

ლიზი იმედოვნებს, რომ ზვარეს ბანაკი მომავალში უფრო კეთილმოეწყობა და იქ დასვენების დღეები გახანგრძლივდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის წამყვანი სპეციალისტის ბაქარ ბარბაქაძის თქმით, ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეები დღეს შეცვლიან მეორე ნაკადის დამსვენებლებს. ზვარეს ბანაკში თითოეული ნაკადი სამ დღეს გრძელდება. ახალგაზრდებისთვის ბანაკის აქტივობები წინასწარაა განსაზღვრული.

უკვე ოთხი წელია, რაც ლევან ბერაძე ზვარეს ბანაკში  დადის. ლევანი თვლის, რომ ზვარეში გატარებული დღეები საუკეთესოა ზაფხულის არდადეგების პერიოდში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ზვარეს ახალგაზრდულ ბანაკს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ბანაკური ცხოვრების შეცნობის თვალსაზრისით.

ზვარეს ბანაკის მონაწილეები ლილი იმედაიშვილი, ანა ჩხეიძე და ანა გეჯაძე თვლიან, რომ ზვარეში არაჩვეულებრივი დღეები გაატარეს და დიდი ხალისით ერთვებოდნენ თითოეულ აქტოვობაში.

ზვარეს ახალგაზრდული ბანაკი 15 აგვისტოს დაიხურება.

zvare2