

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპულ 170 მებრძოლს შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მკვიდრი ზაზა გლუნჩაძე.
ზაზა 2007 წლიდან ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 7 აგვისტოს ის თანამებრძოლებთან ერთად საომარ მოქმედებებში ჩაერთო. ოჯახს უკანასკნელად 8 აგვისტოს ესაუბრა.
ზაზა გლუნჩაძე სამი თვე დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 6 ნოემბერს ოჯახს აცნობეს, ზაზა 26 აგვისტოს გადმოსვენებულ 46 მებრძოლთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებდა.
ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. კიდევ წასულა დაჭრილებისკენ, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა…
ზაზა გლუნჩაძე მშობლიური ხიდრის მიწას 2008 წლის 15 ნოემბერს მიაბარეს.
ხარაგაულელი გმირი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ორდენით დააჯილდოვეს.
ზაზა გლუნჩაძე 1979 წლის 11 თებერვალს დაიბადა. შრომისმოყვარეობითა და თავმდაბლობით გამორჩეულმა ვაჟკაცმა სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირა. მისი ქალიშვილები – მარინე და თეონა გმირი მამის სახელით მუდამ იამაყებენ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი