

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას ახალგარემონტებულ შენობაში აგრძელებს.
„ახალ შენობაში გადმოსვლის პროცესი დავასრულეთ, – ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი, – 27 ათასი წიგნი წიგნსაცავსა და სამკითხველო დარბაზში განვათავსეთ.“
დაკომპლექტებისა და აბონემენტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტები ლიანა ვეფხვაძე და ნანა ბუხნიკაშვილი ამბობენ, რომ პირობები მათთვისაც და მკითხველისთვისაც გაუმჯობესდა.
„ძველი შენობის პატარა დარბაზში მეთოდისტები, მხატვარი, დაკომპლექტების განყოფილების წარმომადგენლები და მკითხველები ერთად ვისხედით, – ამბობს ლიანა ვეფხვაძე, – ჩვენდა უნებურად ერთმანეთს ხელს ვუშლიდით.
ახალ შენობაში ცალ-ცალკე ოთახებშია სააბონემენტო და მეთოდური განყოფილებები, სამკითხველო დარბაზი. ასე რომ, მკითხველებს ახალ შენობაში საუკეთესო პირობებში ველოდებით.“
ცენტრალური ბიბლიოთეკა ამჟამად ვარძიის სასოფლო ბიბლიოთეკაზე გადასაცემად 1000 ცალ წიგნს ამზადებს.
„ვარძიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – 3 500 წიგნზე მეტი ჩამოიწერა. ახლა იქ 500 წიგნი აქვთ და წიგნად ფონდს ძალიან კარგი ლიტერატურით შევუვსებთ. ძველი შენობის თაროებსაც ვარძიის ბიბლიოთეკას გადავცემთ.“
ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი გეგმავს, რომ ახალმოსახლეობა სექტემბერში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნონ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი