

ხარაგაულში, სამგლიის სერზე, ამბულატორიის მიმდებარედ, 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა 15 აგვისტოსთვის დასრულდება.
სამუშაოთა მწარმოებელ ნიკოლოზ ტეტუნაშვილის ინფორმაციით, ამჟამად შენობის ცენტრალური შესასვლელის კიბეების მოპირკეთება, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამედიცინო აპარატურას, ნიკოლოზ ტეტუნაშვილის თქმით, დღეს ან ხვალ მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ხარაგაულში საავადმყოფო, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გაიხსნება.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ხარაგაულის“ დირექტორის, ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე რენტგენისა და ექიმების მისაღები ოთახები განთავსდა, მეორე სართულზე – ორი საოპერაციო, ერთი რეანიმაციის ოთახი. ორივე სართულზე განთავსებულია პალატები.
„გვიხარია, რომ ხარაგაულში სტაციონარული მომსახურება აღდგება, – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი, – სტაციონარში პაციენტებს ქირურგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი და ენდოკრინოლოგი მოემსახურება. გაგრძელდება და გაუმჯობესდება ლაბორატორიული კვლევები. ვცდილობთ დამატებით სპეციალისტების მოზიდვას.“
სტაციონარი და ამჟამად მოქმედი ამბულატორია შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ხარაგაულს“ დაექვემდებარება.
ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ხარაგაულის საავადმყოფოს შპს „მშენებელი 2004“ აშენებს.
ხელშეკრულების თანახმად, საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი იხარჯება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი