

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 21 ბიზნეს გეგმა დაფინანსდება.
ხარაგაულის, ზესტაფონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში პროგრამის ბიზნესის განვითარების ოფიცერის, ჭაბუკი ჭეიშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულელ გამარჯვებულთა შორისაა 13 ამხანაგობა და 8 ინდმეწარმე.
მისივე თქმით, ხარაგაულელები ძირითადად მომსახურების სფეროთი დაინტერესდნენ.
„ბიზნეს იდეები სასტუმროების, კვების, ავტოშემკეთებელი, ავტოსამრეცხაო ობიექტების შექმნას, ჩირის წარმოებას და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას ეხება,“ – განმარტავს ჭაბუკი ჭეიშვილი.
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები მიიღებენ თანადაფინანსებას იდეის განსახორციელებლად. ერთი მეწარმე 5 000 ლარამდე თანხით დაფინანსდება, ორი მეწარმე – 10 000 ლარამდე, სამი მეწარმე – 15 000 ლარამდე.
გასულ წელს პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შვიდი ინდმეწარმისა და ხუთი ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების