

ორი დღეა, რაც დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის უფროსი ტარიელ ავალიშვილი განმარტავს, რომ სამი დღის წინ ლეღვანში მოსულ ძლიერ წვიმას ღვარცოფი მოჰყვა და წყალგაყვანილობის ცენტრალური მილი დაზიანდა.
„აღდგენითი სამუშაოები ლეღვანში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი, – ველოდებით დამატებით ტექნიკას და მუშათა ბრიგადას რეგიონის სერვისცენტრიდან. სავარაუდოდ ხვალიდან ხარაგაულის მოსახლეობას წყალმომარგება აღუდგება.
ამჟამად ხარაგაულში წყალი იმ ოჯახებს მიეწოდება, რომლებიც ისლარის წყალსადენით სარგებლობენ. დანარჩენ მოსახლეობას კი, წყალს გამგეობა მანქანებით მიაწოდებს.“
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი