28-29 სექტემბერს, ხარაგაულში ჩატარდება სოციალური ღონისძიება სახელწოდებით: „ჩვენ თქვენთან ვართ“. ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დევნილების, რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკული გასინჯვები, რომელსაც განახორციელებენ თბილისის წამყვან კლინიკათა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა უმეტესობა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. ღონისძიების ფარგლებში, ყველა ბენეფიციარს, დანიშნულებისამებრ, მიეწოდება მედიკამენტები, გაეწევა ჰუმანიტარული დახმარება, მათთან ასევე იმუშავებს ფსიქოლოგი. იგეგმება 600-მდე ბენეფიციარის შემოწმება, მათ შორის, 57 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია.
აქცია გაიმართება ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში შაბათს, 28 სექტემბერს, 13-დან 18 საათამდე და კვირას, 29 სექტემბერს, 10-დან 18 საათამდე ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ (PM-არსი) და „საქართველო – დევნილთა მხარდჭერისათვის“ ინიციატივით.
აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი), დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ლაბორანტის (სისხლის ანალიზისათვის), ექოსკოპისტის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის მომსახურებით.
აქციის ფარგლებში შასაძლებელი იქნება ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება. 28 სექტემბერს 13-18 საათამდე და 29 სექტემბერს 10-18 საათამდე ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაეწევათ: შშმ ბავშვების მშობლებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს.
ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ხარაგაულშო მაჟორიტარი ბიუროს საკონფერენციო დარბაზში (9 აპრილის ქ. #15, ხარაგაულის „გამგეობის შენობა“).
აქციის ორგანიზატორები მადლობას უხდიან ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს დირექციას და თანამშრომლებს თანადგომისათვის.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების