

მაისის ბოლოს მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური და საუბნო გზები, სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები დააზიანა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 43 დაზიანებული ობიექტის ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა.
საქართველოს მთავრობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
204 900 ლარიდან 165 900 ლარი გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, 31 500 ლარი ხიდების რეაბილიტაციას.
ნაპირსამაგრებისა და გაბიონების მოსაწყობად 4 500 ლარია გათვალისწინებული.
ვეტყვიჭალაში ზ. ლურსმანაშვილის საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის მოსაწყობად 2 500 ლარი დაიხარჯება, წისქვილის არხის შეკეთებაზე – 500 ლარი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ცვლილებას საჭიროებს, რასაც საკრებულო პირველი აგვისტოს სხდომაზე გეგმავს.
ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უნდა გამოაცხადოს.
ფოტოებზე: სტიქიის შედეგად დაზიანებული კიცხის პირველი უბნის გზა
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი