

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროექტში „ტელესპეკტაკლი“ ხარაგაულის სახალხო თეატრის „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) ჩაერთო.
ხვალ, 30 ივლისს, 18:30 საათზე აჭარის ტელევიზიით ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირის“ ტელეპრემიერა შედგება.
სპექტაკლის ტელევერსია ივლისის დასაწყისში ხარაგაულის კინოთეატრში გადაიღეს.
პროექტის მიზანია რეგიონული თეატრების სპექტაკლების სატელევიზიო ბადეში განთავსება და ოქროს ფონდში შენახვა.
პროექტის ავტორი, თეატრმცოდნე ნერონ აბულაძე ხარაგაულის სახალხო თეატრთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.
ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი“
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების