DSCN232927 სექტემბერს 20 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში იბრძოდნენ და გმირულად დაეცნენ:

ალექსანდრე ბერაძე (1970 წ. კიცხი – 1993 წ. ხონი);

არსენ ბერაძე (1964 წ. ხიდარი – 1993 წ. ოჩამჩირე) დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;

თემურ ბაბლიძე (1969 წ. ხარაგაული – 1992 წ. აფხაზეთი);

კობა გელაშვილი (1972 წ. ნადაბური – 1993 წ. აგუძერა). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით;

ზურაბ გელაშვილი (1963 წ. – 1993 წ. აფხაზეთი);

მერაბ გელაშვილი (1960 წ. ნადაბური – 1993 წ. ახალშენი);

პაატა თაბაგარი (1971 წ. ღარიხევი – 1992 წ. ოჩამჩირე). დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;

მამუკა თაბუკაშვილი (1972 წ. ღუდუმექეთი – 1993 წ. ოჩამჩირე). დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;

ნოდარ თავზარაშვილი (1962 წ. თეთრაწყარო – 1993 წ. ოჩამჩირე ). დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;

გელა კაპანაძე (1972 წ. ღორეშა – 1993 წ. ოჩამჩირე);

გიორგი ლურსმანაშვილი ( 1971 წ. ჩხერი – 1993 წ. კინდღი);

თამაზ ლომიძე (1974 წ. – 1993 წ. აფხაზეთი);

ალეკო მდინარაძე (1972 წ. კიცხი – 1993 წ. სოხუმი);

ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე (1967 წ. სარგვეში – 1992 წ. ოჩამჩირე). დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;

როინ პავლაძე (1970 წ. – 1993 წ. აფხაზეთი);

იოსებ პაქსაშვილი (1971 წ. ვერტყვიჭალა – 1994 წ. აფხაზეთი)

სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე (1974 წ. – 1994 წ.)

ხვიჩა ჭყოიძე (1964 წ. ქვები – 1993 წ. შრომა). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით;

გოჩა ჩადუნელი (1974 წ. – 1993 წ. ფხაზეთი).

საუკუნო იყოს ხსენება და დიდება მათი.