

შესრულებული სამუშაო მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს, 21 ივლისს, ჩაიბარეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მონიტორინგის სამსახურის ინჟინერის, დემნა გურეშაშვილის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში გზაზე გამოვლენილ დეფექტებს კონტრაქტორი კომპანია გაასწორებს.
ერთი წლის შემდეგ კი გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
სამშენებლო კომპანია „შპს“ იბოლიას“ საქმეთა მწარმოებელ მერაბი ხარაიშვილის თქმით, დაიგო ორფენიანი ასფალტი. გზის სავალი ნაწილის სიგანე 4 მეტრია. მთლიანად დაგებულია 3645 მეტრი ასფალტირებული გზა.
მარელისში მცხოვრები მოსახლეობა მოხარულია გზის მოასფალტებით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატის ინგა მაღრაძის თქმით, ეს გზა სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიური აქტივობისა და შემოსავლის მომტანი უნდა იყოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში