

საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბაღდათი-ხარაგაულისა და ჭიათურის ოლქებში მოქმედი გამგებლები დაასახელა.
გველოდება თუ არა ხარაგაულსა და ჭიათურაში გამგებლის ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი განმარტავს:
-საქართველოს საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლით, თუ პარლამენტის წევრობის კანდიდატად სახელდება გამგებელი, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ის უნდა გადადგეს და გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
კანდიდატად რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 სექტემბერია.
თავის მხრივ, გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა.
რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნები ჩატარდება მომავალი წლის ოქტომბერში.
შესაბამისად, ამ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მანამდე კი გამგებლის უფლებამოსილებას შეასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საარჩევნო უბანი, 2014 წელი
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის