
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიწვევით ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრის აქტიური მომხმარებლები თბილისის ტექნოპარკს ესტუმრენ.
ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრის მენეჯერის, ლიკა სვანიძე-დევდარიანის ინფორმაციით, ექსკურსიის მონაწილეებმა ტექნოპარკის ყველა განყოფილება დაათვალიერეს და მსოფლიო ტექნიკის მიღწევებს გაეცვნენ; მოისმინეს ჯეოლაბისა და Leavingstone-ს დამფუძნებელ ვახტანგ ვახტანგიშვილის ტრენინგი.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე ნინო გელაშვილი ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ხშირი სტუმარია. ნინოს ტექნოპარკში ყველაზე მეტად I-დარდის ოთახი მიეწონა, სადაც შეგიძლია დაისვენო, ისარგებლო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და იმუშაო ბიზნეს იდეებზე.
ნინო აღფრთოვანებული დარჩა გუგლის სათვალით – ე.წ. google glasi- ით, რომლითაც, ოთახიდან გაუსვლელად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „იმოგზაურებ.“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი თათია ბლუაშვილი გვიამბობს:
-სამსართულიან შენობაში ყველა ოთახს თავისი ფუნქცია აქვს. ფაბრიკა-ლაბორატორიებში განლაგებული 3D და ლაზერული პრინტერებით სხვადასხვა ნაკეთობები იქმნება. ბიზნეს-ინკუბატორი ინოვაციური იდეის განხორციელების საშუალებას იძლევა. გავეცანით მაღალტექნოლოგიური კომპიუტერების შესაძლებლობებს.
თათია ბლუაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერკავკასიაში პირველად, ტექნოპარკში, შესაძლებელია დაუკვეთო და შეიძინო ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის პლატები და სქემები.
„ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის საქმიანობას რობოტით ანაცვლებენ, მაგრამ ადამიანს გააჩნია კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნება. ამ უნარების განვითარებაში ტექნოპარკი და ინოვაციების ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს თათია ბლუაშვილი.
ექსკურსია ტექნოპარკში ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ დააფინანსა.
ფოტოებზე: ხარაგაულელები თბილისის ტექნოპარკში
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი