

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ ბულგარეთის ქალაქ ნესებრში საერთაშორისო ფესტივალზე წუხელ გაემგზავრა.
ანსამბლის ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფესტივალზე ანსამბლი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა მიიწვია.
ფესტივალში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცა.
ანსამბლის წევრები გამგზავრებამდე ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) დალოცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე მოხარულია, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები ევროპაში ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს წარმოაჩენენ.
„უბისი“ ბულგარეთიდან თვის ბოლოს დაბრუნდება.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მოცეკვავეებს და მათ ხელმძღვანელებს – ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს საერთაშორისო ფესტივალზე.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების