

29 ივლისს ზვარეს ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნება, – ამ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი, ბერიკა თურმანიძე, ავრცელებს.
ზვარეს ბანაკი მშვიდობის კორპუსის 8 ამერიკელ მოხალისესა და 45 ქართველ ახალგაზრდას რვა დღის განმავლობაში უმასპინძლებს. აღნიშნული ბანაკისთვის ორგანიზებისთვის მშვიდობის კორპუსი გადაიხდის 5 000 ლარს.
ბერიკა თურმანიძის თქმით, ამ თანხით ზვარეს ბანაკში იგეგმება სველი წერტილებისა და საშხაპე ოთახის მოწყობა. ასევე შეიძენენ კარვებს და სხვა საჭირო ინვენტარს.
ბერიკა თურმანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორგანიზაციებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ზვარეში ახალგაზრდული ბანაკის ფუნქციონირებით.
ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის ზვარეს ბანაკი 5 აგვისტოდან გაიხსნება და 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ბანაკი დამსვენებლებს სამ ნაკადად მიიღებს.
ბერიკა თურმანიძის თქმით, ზვარეს ბანაკში ასევე დაისვენებენ ტურიზმის სამსახურისგან განხორციელებულ პროექტებში გამარჯვებული გუნდები.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ზვარეში ფუნქციონირებდეს ახალგაზრდული ცენტრი. ეს ტურიზმის სამსახურს საშუალებას მისცემს, დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესთავაზოს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ბანაკები.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: ზვარეს ბანაკი, 2015 წლის ზაფხული
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი