

ხარაგაულში, სამგლიის სერზე, ამბულატორიის მიმდებარედ, 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება.
სამუშაოთა მწარმოებელ ნიკოლოზ ტეტუნაშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს შიგა და გარე ფასადების სამღებრო სამუშაოები. სანტექნიკისა და ელექტრომოწყობილებების მონტაჟი.
ტერიტორიის შემოსაღობად ჩაისხა ბეტონი. დაიწყება რკინის კონსტუქციის მონტაჟი, ეზოს მოასფალტება და გამწვანებითი სამუშაოები.
ნიკოლოზ ტეტუნაშვილის თქმით, საავადმყოფოს მშენებლობა ივლისის ბოლოს აუცილებლად დასრულდება.
ჯანდაცვის სამინისტროსა და მშენებელ ორგანიზაცია შპს „მშენებელი 2004“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯება.
თამთა გოგოლაძე

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების