

დღეს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში საბავშვო ბაღებს შორის „მხიარულ სტარტებში“ ფინალური შეხვედრა გაიმართა. თამაშში კიცხის, ხუნევისა და ვახანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, აღსაზრდელთა მშობლები და საბავშვო ბაღის გამგეები მონაწილეობდნენ.
„მხიარულ სტარტებში“ კიცხის საბავშვო ბაღმა გაიმარჯვა. მეორე ადგილი ვახანის საბავშვო ბაღმა, ხოლო მესამე ადგილი ხუნევის საბავშვო ბაღმა დაიკავა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ირმა სებისკვერაძის თქმით, „მხიარული სტარტები“ საბავშვო ბაღებს შორის ყოველწლიურად ჩატარდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების