
გუშინ, 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი გაზიფიცირებასთან დაკავშირებით სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობას შეხვდა.
ჯაფაროულზე გადის ბაზალეთისკენ მიმავალი გაზსადენი ისე, რომ ამ ეტაპზე სოფელ ჯაფაროულის გაზიფიცირება არ ხდება.
გამგებლის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – ახალსოფელი, ბაზალეთი, თეთრაწყარო და ჩხერი, – ერთად დაიწყება ჯაფაროულისა და ისლარის გაზიფიცირება.
მისივე თქმით, ამ საკითზე ის ესაუბრა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მათგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
„მოსაგვარებელია ტექნიკური საკითხები; კერძოდ, ჯაფაროულში არსებული ძველი გაზგაყვანილობის სისტემა, რომელიც ამჟამად არავის ბალანსზე არ არის, უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, რომ შემდეგ გადაეცეს კომპანია „სოკარს“.
„სოკარი“ უზრუნველყოფს ძველი ხაზის რეაბილიტაციასა და სადაც საჭიროა, ახალი ხაზის გაყვანას.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, 2016 წელს ამ ექვს სოფელში ბუნებრივი აირის მაგისტრალი გაშენდება და დაიქსელება, ხოლო 2017 წელს ჯაფაროულის, ისლარის, ახალსოფლის, ბაზალეთის, თეთრაწყაროსა და ჩხერის მაცხოვრებელთა ოჯახებში ბუნებრივი აირი აინთება.
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ჯაფაროულისა და ისლარის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 21 ივნისს წერილობით მიმართა:
„ისლარი და ჯაფაროული საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფლებია და მოსახლეობის მიგრაცია, სხვა სოფლებთან შედარებით, საკმაოდ მცირეა. აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში წარსულში იყო გაზმომარაგება და ამჟამადაც დარჩენილია გაზგაყვანილობის ძველი მილები.
გასათვალისწინებელია, რომ ამ სოფლებს მარტივი რელიეფური მდებარეობა აქვთ სამუშაოების ჩასატარებლად. ჩხერში, სადაც პროექტის მიხედვით უნდა შეიყვანონ ბუნებრივი აირი, გაზგაყვანილობის მილებმა უნდა გაიაროს ჯაფაროულის ტერიტორიაზე, რაც მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევს.
თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მისცეთ დავალება შესაბამის სამსახურს შეისწავლონ აღნიშნული საკითხი,“ – ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან ენერგეტიკის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.
ხარაგაულის საკრებულო ენერგეტიკის სამინისტროსგან პასუხს ელოდება.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი