

სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ გვატყობინებენ, რომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 14 ივლისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ ქვესადგურ „მოლითი-წევას“ მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 13 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურებში – „ბაღდათი 110“ და „საირმე“ დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოები.
ამის გამო 07:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 8400 მომხმარებელს ქ. ბაღდათში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფერსათი, წითელხევი, დიმი, ობჩა, ნერგეეთი, წყალთაშუა, დაფენილი, წაბლარასხევი, ალისმერეთი, კაკასხიდი, ხანი, ზეგანი, ნებიერეთი, საკრაულა, აგრეთვე კურორტ საირმეს.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების