

8-10 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი შავი ზღვის თასის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის მოჭიდავეები (მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი) მონაწილეობდნენ.
ხარაგაულელი ევსემ შველიძე ჩემპიონი გახდა თავის წონით კატეგორიაში, დავით გელაშვილმა – მესამე, შოთა თაბაგარმა – მეოთხე ადგილი დაიკავა.
ამ ტურნირის ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზი ევსემ შველიძემ დაიმსახურა.
ფოტოზე: დავით გელაშვილი და ევსემი შველიძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების