

ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობას, წლებია, წყალი გრაფიკით მიეწოდება.
როგორი მდგომარეობა იქნება წელს და რა იგეგმება მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით, – ამ შეკითხვებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს გიორგი კობერიძეს მივმართეთ.
-დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ზაფხულში, ყოველ წელს, ივლისის დასაწისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, წყალი გრაფიკით მიეწოდება. გთხოვთ დაგვისახელეთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები.
–გაცნობებთ, რომ დაბა ხარაგაულის წყალმომარაგება ხორციელდება სოფელ ლეღვანში არსებული სათავე ნაგებობიდან, რომლის დებიტი შეადგენს 50ლ/წმ, რაც ერთ სულზე გადაანგარიშებით შეადგენს 1800 ლიტრს დღე/ღამეში (ნორმით გათვალისწინებულია 300 ლიტრი). მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება ძირითადად 24 საათიანი რეჟიმით.
ზაფხულის პერიოდში სათავის წარმადობა მცირდება 24-25 ლ/წმ-მდე (ერთ სულზე – 500 ლიტრი დღეში). ამასთნ იზრდება მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის არამიზნობრივი მოხმარება. საჭირო ხდება შეზღუდვების დაწესება და აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება ხორციელდება გრაფიკით – საშუალოდ 8 საათი დღეში.
–ხარაგაულში გაწვიმებისთანავე ონკანებში მღვრიე წყალი მოდის. ადგილობრივი სერვისცენტრი ამ დროს კეტავს სათავე ნაგებობას და მოსახლეობას წყალი აღარ მიეწოდება. რას გეგმავს კომპანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როდის?
-წყალაღების ტიპიდან გამომდინარე, (კარსტული წყალი) ხშირი ნალექის შემთხვევაში ადგილი აქვს წყალამღვრევას, რა დროსაც მოსახლეობის წყალმომარაგება იზღუდება ან წყდება.
-რა პერიოდულობით და სად მოწმდება დაბა ხარაგაულში მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი, როგორია შედეგები?
-სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ხორციელდება რეგულარულად კომპანიის ქ. ზესტაფონის ლაბორატორიის, იმერეთის რეგიონის ლაბორატორიისა და ქ. თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის მიერ.
-ამჟამად დაბა ხარაგაულის მოსახლეობა სულადობის მიხედვით იხდის მოხმარებული წყლის გადასახადს. რა თანხაა 2016 წლის ამ პერიოდისთვის გადახდილი მოსახლეობისგან?
–2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მიერ გადახდილმა სასმელი წყლის გადასახადმა შეადგინა 6900 ლარი.
-გთხოვთ დაგვიკონკრეტოთ, რას გეგმავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, როგორ და რა ვადებში, რომ მოგვარდეს დაბა ხარაგაულის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ზაფხულში?
წყალმომარაგების რეჟიმების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს წინასაპროექტო კვლევითი სამუშოები წყალმომარაგების დამატებითი წყაროს მოძიების მიზნით, ხოლო სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად დამუშავებულია ტექნიკური დოკუმენტაცია და 2016 წლის 8 ივლისს გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობაზე.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის