

დღეს, 2016 წლის 11 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში უკვე მესამედ წარმოადგინა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიური შეფასება.
წარმოდგენილი ანგარიში შეეხება საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას (საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიები) და მოიცავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის შეფასებას. გაეცანით ანგარიშს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ბმულზე: http://goo.gl/xfpe5a
პრეზენტაციაზე ასევე ჯილდოები გადაეცათ პარლამენტის წევრებს სხვადასხვა კატეგორიებში (ყველაზე მეტი კანონის ავტორი და კანონპროექტის ინიციატორი, პლენარული და საკომიტეტო სხდომების აქტიური მონაწილე, ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი და ა.შ.)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე საქართველოს პარლამენტისგან 2015 წელს მიღებული ყველაზე მეტი კანონის ავტორია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტმა მისი ავტორობით 2015 წელს 19 კანონი მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში