
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ა/ო „ჰელფინგ ჰენდი“ ახორციელებს პროექტს „საქართველოს მოხალისე“, რომელშიც საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან აქტიური მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.
პროექტისთვის კანდიდატები მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილების მიხედვით სპეციალური აპლიკაციით შეარჩიეს. მეორე ეტაპი გასაუბრებაა.
ამის შემდეგ გაიმართება ხუთდღიანი ტრენინგი მოხალისეობრივ საქმიანობაზე. ტრენინგზე ახალგაზრდები შეისწავლიან პროექტების წერასა და სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობას, სოციალურ მედიასთან თანამშრომლობასა და აქტიური ცხოვრებით საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობისათვის მუშაობას.
ტრენინგგავლილმა ახალგაზრდებმა თავიანთ თემსა და მუნიციპალიტეტებში უნდა ჩამოაყალიბონ აქტიურ მოხალისეთა კლუბი, რომლებიც მოხალისეობრივად გააკეთებენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეს, გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს, შეხვედრებს, ჩაატარებენ ტრენინგებს, გარემოსდაცვით და სოციალურ აქციებს. ასევე დაეხმარებიან ხანდაზმულებსა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.
2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან პროექტში მონაწილეობდნენ ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ბერაძე და ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლევან კურტანიძე.
ტრენინგებიდან დაბრუნების შემდეგ მათ აღნიშნული პროექტი და სამომავლო საქმიანობის გეგმები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცვნეს და სრული მხარდაჭერის დაპირებაც მიიღეს.
გვანცა ბერაძემ და ლევან კურტანიძემ კონსულტაცია გაიარეს გასული წლის ხარაგაულელ მოხალისეებთან და მოხალისეთა კლუბის აქტიური მოხალისეებით ფორმირებას შეუდგნენ.
წარმატებებს ვუსურვებთ მოხალისე ახალგაზრდებს.
ფოტოზე: ხარაგაულელი მოხალისე – ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ბერაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი