

გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ გამოვაქვეყნე განცხადება, რომ დავკარგე სამაჯური. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მქონდა, რომ ვინმე შემეხმიანებოდა.
პარასკევს რომ გაზეთი გავრცელდა, შაბათ დილით დამიკავშირდა უცნობი ქალბატონი და მითხრა, რომ ჩემი სამაჯური იპოვნა. ეს საოცარი ადამიანი ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომელი გულო გველესიანი აღმოჩნდა. დამიჯერეთ, ეს იყო ათასჯერ უფრო მეტი, ვიდრე ნივთის პოვნით გამოწვეული სიხარული.
ქალბატონო გულო, თქვენ მე ნივთთან ერთად ადამიანებისადმი უდიდესი ნდობა და რწმენა მაპოვნინეთ. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გვიმრავლოს თქვენნაირი კეთილშობილი ადამიანები.
უდიდესი პატივისცემით,
ნათია ხიჯაკაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი