

5 ივლისს, ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალზე „კავკასია 2016“ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ხარაგაულის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი” პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფ ზაზა ლურსმანაშვილს „ქართული ქორეოგრაფიის დესპანის“ წოდება მიენიჭა. მას ამ წოდების დამადასტურებელი საპატიო სიგელი ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა ლაუზი (რეზო) ჭანიშვილმა; კავშირის საპატიო თავმჯდომარემ რესპუბლიკის სახალხო არტისტმა ომარ მხეიძემ და კავშირის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, რესპუბლიკის სახალხო არტისტმა ფრიდონ სულაბერიძემ გადასცეს.
ვულოცავთ ანსამბლ „უბისს“ და მის ქორეოგრაფებს, და-ძმა ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს, მიღწეულ წარმატებას.


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი