
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში „ტრენერთა სკოლა“ ჩაერთო.
„ტრენერთა სკოლის ტრენინგები სამ მოდულიანია, – ამბობს ქალბატონი ვერა, – პირველი, ოთხდღიანი მოდული, – ზრდასრულთა სწავლების პრინციპები, უკვე გავიარეთ და ჩავაბარეთ.
მეორე მოდულს – ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა, – ამჟამად გავდივართ. ხუთი დღე დაეთმობა მესამე მოდულს – მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება.
ამის შემდეგ ასბალიანი სისტემით შემოწმდება შესწავლილი საკითხების ათვისების დონე. 80 და მეტი ქულის დაგროვებაა საჭირო ტრენერთა სერთიფიკატის მისაღებად.“
„ტრენერთა სკოლის“ მონაწილეები კონკურსით შეარჩიეს. ტრენერის მომზადების კურსის გავლის სურვილი 1 300-მა პირმა გამოთქვა. მათგან შერჩეული 300 კანდიდატი თბილისსა და რეგიონებში გადის ტრენერის მომზადების 80 საათიან კურსს.
ქალბატონი ვერა ოდიკაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ერთადერთია, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობს.
იმერეთში შერჩეული 40-მდე მონაწილე ქალაქ ქუთაისში გადის ტრენერთა მომზადების ზოგად კურსს, რაც ითვალისწინებს „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის გადაცემას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.
ტრენერთა სკოლის შექმნის საჭიროება პროფესიულ განვითარებაზე მზარდმა მოთხოვნამ და განსაკუთრებით რეგიონებში, ტრენერთა ნაკლებობამ განაპირობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ტრენერთა სკოლის“ პროგრამას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს.
ტრენერთა სკოლაში დატრენინგებული და სერთიფიცირებული ტრენერები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის სკოლებში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარებისთვის იმუშავებენ.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: „ტრენერთა სკოლის“ მონაწილეთა ერთი ჯგუფი
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი