

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის, ნანა ცხვედაძის, ინფორმაციით, 2016 წლის ექვს თვეში ხარაგაულში დარეგისტრირდა გარდაცვალების 148 ფაქტი, ქორწინების 25 და განქორწინების 3 ფაქტი.
ნანა ცხვედაძის თქმით, რადგან ხარაგაულში სამშობიარო არ ფუნქციონირებს, ხარაგაულელი ახალშობილების დაბადების ფაქტებს ახალბედა მშობლები ხარაგაულში არ არეგისტრირებენ.
დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობების აღება მოქალაქეებს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ნებისმიერ განყოფილებაში შეუძლია.
ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის, ინფორმაციით, ამ სამსახურიდან მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს მოქალაქის 70 პასპორტი და 1215 პირადობის მოწმობა გაიცა.
შორენა ყანჩაველის განმარტებით, 30 ოქტომბრამდე მათი სამსახური უფასოდ მხოლოდ ვადაგასულ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) განაახლებს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი