

დღეს ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის მინიფეხბურთის ტურნირი დაიწყო.
ტურნირის ორგანიზატორია გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ამ სამსახურის უფროსი სპეციალისტის, უჩა ცხადაძის ინფორმაციით, ტურნირში გამგეობის, ხარაგაულკეთილმოწყობის, ტურიზმის განვითარების, ხარაგაულდასუფთავების, სამაშველო სამსახურისა და სპორტსკოლის გუნდები მონაწილეობენ.
„კენჭისყრის შედეგად გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, – ამბობს უჩა ცხადაძე, – მინი ფეხბურთის ტურნირი, სავარაუდოდ, ათ დღეს გასტანს.“
უჩა ცხადაძის თქმით, ამ ზაფხულს კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება. სოფლებში, ტრადიციული შეჯიბრებების გარდა, კალათბურთის ჩემპიონატი, სამაგიდო თამაშები, ჭიდაობის ტურნირები იგეგმება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი