25 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის მეხუთე საანაგარიშო საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დელეგატებმა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლალი სებისკვერაძე ერთხმად აირჩიეს. რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი ცხრა კაცი შემადგენლობითა აირჩა. ორგანიზაციის ყრილობის დელეგატებად წარადგინეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოლითის საჯარო სკოლის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე ნათია გელაშვილი.
ლალი სებისკვერაძის განცხადებით გასულ წლებში, გარკვეული მიზეზების გამო, პროფკავშირებმა შეწყვიტა საქმიანობა. 2013 წლის იანვრიდან კი ორგანიზაციამ ხელშეკრულება გააფორმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 22 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან. ორგანიზაციის წევრები არიან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები.
წელს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და დაფინანსებით მასწავლებლებს ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგი პროფესიულ უნარებში. ტრენინგის თემა შეირჩა იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარების ყველაზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული. მიმდინარე წელს ფინანსური დახმარება გაეწია საღანძილის საჯარო სკოლას.
ლალი სებისკვერაძის თქმით, ორგანიზაციის პრეზიდენტი მანანა კობახიძე აქტიურად თანამშრომლობს განათლების სამინისტროს ყველა კომისიასთან. მისივე ინფორმაციით, პროფკავშირების დამსახურებაა, მასწავლებლებმა წელს ორთვიანი ანაზღაურებადი შვებულება რომ მიიღეს.
წიფის საჯარო სკოლის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე ფატი ღამბაშიძე ამბობს, მათი სკოლიდან ერთსულოვნად გაწევრიანდნენ ორგანიზაციაში. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პედაგოგს ჰყავდეს უფლებების დამცველი. მან დადებითად შეაფასა ლალი სებისკვერაძის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის დაიცავს პედაგოგების უფლებებს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი