

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა დასრულდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხიდან მშენებლობის დასრულებას 120 ათასი ლარი მოხმარდა. სამშენებელო სამუშაოები შპს „ტუკამ“ შეასრულა.
მალხაზ ფხალაძის თქმით, კიცხის საზოგადოებრივ სახლს ინვენტარით იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს და სავარაუდოდ, ერთ თვეში ამოქმედდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წელს 685 310 ლარი გამოეყო. ამ თანხით ხარაგაულში 204 პროექტი განხორციელდება. აქედან 56 პროექტი საქონლის შესყიდვას ითვალისწინებს, 148 პროექტი – სამუშაოების შესყიდვას.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი