

სპორტსმენების მატერიალურ წახალისებას უკავშირდება მორიგი ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საკრებულოს ბიურომ საბიუჯეტო ცვლილების პროექტი 29 ივნისს განიხილა. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ:
„საქართველოს ნაკრებში მონაწილე ხარაგაულელი სპორტსმენების მატერიალური წახალისებისათვის საჭიროა 6,0 ათასი ლარი.
ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს თავისუფალი სახსრები არ გააჩნია, საჭიროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში ცვლილება.
კერძოდ, უნდა შემცირდეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანადაფინანსების ხარჯები ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის დაფინანსების ხარჯები 5,0 ათასი ლარით და 6,0 ათასი ლარი უნდა გადავიტანოთ სპორტის განვითარების ხარჯებში; კერძოდ ააიპ სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის სუბსიდიაში.“
ამ საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულო 4 ივლისის სხდომაზე განიხილავს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი