

კიცხის საბავშვო ბაღმა წელს 49-ე გამოშვება გააცილა. სკოლის კარს 13 პირველკლასელი შეაღებს. აღსაზრდელები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ ბაღსა და საყვარელ მასწავლებლებს.
კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გულოკო მაღლაფერიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სრულად გაიარეს სასკოლო მზაობის პროგრამა.
აღმზრდელებმა ნათია ბანცაძემ, ელენე ვეფხვაძემ და აღმზრდელის თანაშემწე იამზე ბერაძემ თვალცრემლიანებმა გააცილეს მომავალი პირველკლასელები და წარმატებები უსურვეს ცხოვრების გაზაზე.
კიცხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მედიკო ღონღაძე, ბავშვების მომზადების დონის მიხედვით, იმედოვნებს, რომ ისინი მისი საუკეთესო მოსწავლეები იქნებიან.
მშობელი მაია გოგოლიძე უბედნიერესია, რადგან მისი შვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა კიცხის საბავშვო ბაღის მუსიკის პედაგოგი ეკა გიორგობიანი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი