

პროექტში „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ლეღვანის, ვერტყვიჭალისა და პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკები ჩაერთვნენ.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ხარაგაულის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელისა“ და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები ამ ბიბლიოთეკებში შესაბამის აპარატურას დაამონტაჟებენ.
პროექტს „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „აირექსის“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.
პროექტი შარშან დაიწყო კახეთის რეგიონში. შერჩეული 48 სოფლის ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით.
თამთა გოგოლაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების