

ხარაგაულის ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ ბაღებს შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტი ,,მხიარული სტარტები” დაიწყო.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ვერტყვიჭალის, ბორითისა და ხუნევის საბავშვო ბაღებს შორის მხიარული შეჯიბრება გაიმართა.
შეჯიბრში ამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, აღმზრდელები და აღსაზრდელთა მშობლები მონაწილეობდნენ.
„მხიარული სტარტების“ პირველ ტურში ხუნევის საბავშვო ბაღმა (გამგე ციცო ლომიძე) გაიმარჯვა.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე თვლის, რომ ასეთი აქტივობები სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, შეჯიბრის შემდეგი ეტაპი კიცხის ზონის ბაღებისთვის გაიმართება.
ფინალურ შეხვედრას ხარაგაული უმასპინძლებს.
პროექტი ხარაგაულის გამგეობის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობს.


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი