
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დაწყებითი კლასების მასწავლებლებს პროექტებით სწავლების დაგეგმვა-განხორციელებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაწყებითი კლასების ოცი მასწავლებელი მონაწილეობდა.
„ამ მოდულში მასწავლებლები ბუკებს პროექტების დასაგეგმად და პრაქტიკაში განსახორციელებლად იყენებენ, – ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი ნინო მღებრიშვილი, – ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა დაგეგმა პროექტი – „ჩემი პროფესია.“ დროში გაწერილი აქტივობებით მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიებზე დააფიქრებს და საბოლოოდ სასურველ პროფესიას შეარჩევინებს.“
ნინო მღებრიშვილის თქმით, ეს აქტივობა მოსწავლეებს კვლევის, კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიებისა და შეფასების უნარებს განუვითარებს.
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის ნაშრომი, პროექტებით სწავლების დაგეგმვის თაობაზე, მათსავე ბლოგზე აიტვირთება და კრედიტებით შეფასდება.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ბუაჩიძე მოსწავლეებთან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მაგალითზე დაცული ტერიტორიების საჭიროებასთან დაკავშირებულ პროექტს დაგეგმავს.
მოლითის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ინგა კაკიაშვილი პროექტს -„როგორ გავალამაზოთ სკოლის ეზო“ – განახორციელებს. მაია მასწავლებელი იმედოვნებს, რომ მოსწავლეების იდეები და მოსაზრებები მოლითის საჯარო სკოლის ეზოს მიმზიდველს გახდის.
ნინო კაპანაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი