

ამ საკითხზე ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში წერს:
-ამ შეკითხვაზე აბსოლუტური უმრავლესობა პასუხობს – „გაბრაზება.“ იყო ერთი გამონაკლისიც, როცა უპასუხეს – „სიყვარული“.
დაკვირვება აჩვენებს, რომ რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. არსებობს აკრძალული ემოციებიც, – მაგალითად შიში აკრძალულია ბიჭებისთვის.
„გოგო ხარ, რო გეშინია?!“ „არ იტირო, გოგოს დაგიძახებენ“ და ა. შ. ამიტომ პატარა ბიჭები ხშირად შიშით ვერ გამოხატავენ შიშს და ეს სულელური ფრაზა მიჰყვებათ მთელი ცხოვრება… მთელი ცხოვრება ვადებთ ტვირთს გვიმტკიცოს – „არ მეშინია, არ მეშინია!“
ბევრჯერ მინახავს პრაქტიკაში ასე შეკავებული შიში, მერე როგორ გადაიქცევა სიბრაზის ენერგიად…
მეორე უბედურებაა სტერეოტიპი, რასაც ეს ფრაზა ამკვიდრებს – ქალი სუსტია და კაცი ძლიერი უნდა იყოს და ა. შ.
რამდენიმე წლის წინ ერთმა სტუდენტმა საოცარი ფრაზა თქვა – სისუსტე დანაშაულია, სუსტი უნდა დაისაჯოსო…
ყველა ემოცია ლეგიტიმურია და ყველა ემოცია უნდა გამოვხატოთ.
რა მოხდება ეს რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს: – არ არის სირცხვილი, როცა გეშინია; არც ის, როცა ბრაზდები, არც ის, როცა სიხარულისაგან ლამისაა ცამდე აიწიო და საერთოდაც, ემოციებს არა აქვთ სქესი!
მთავარია გვესმოდეს ბავშვების შიშის, სიბრაზის, სიხარულის… და ვასწავლოთ არა მოთოკვა, არამედ მართვა.
P. S. იდეალური წესრიგი და სიჩუმე იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ (განსაკუთრებულად დამჯერე ბავშვები) და თავისუფლად არ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, პროტესტს, მოსაზრებებს, მე პირადად მიჩენს ეჭვს, რომ ამ ბავშვების მიმართ ძალადობენ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი