

ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორის ვასილ კინაძის ინფორმაციით, ხარაგაულში ცხელი ზაფხული კულტურული ღონისძიებებით დატვირთული იქნება.
23 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი, საბავშვო სპექტაკლით „სათაგური“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) იმერეთის თეტრალურ ფესტივალში ჩაერთვება.
3, 4 და 5 ივლისს ხარაგაულს ეწვევა აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებელის გადამღები ჯგუფი, რომელიც გადაიღებს ტელესპექტაკლს „დარისპანის გასაჭირი“. გადაღებები ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე გაიმართება.
14 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება არტგენის კონცერტი, რომელშიც ანსამბლი „ოდილა“ ჩაერთვება.
ვასილ კიკნაძის თქმით, აგვისტოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მასში სიმღერისა და ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებული ადგილობრივი მაცხოვრებლები და სოფლის ანსამბლები ჩაერთვებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის სოფლებში ასევე გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლების ჩვენება.
ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან „სათაგური“.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი