

საინტერესო და მხიარული, დამეგობრების, გართობის, სპორტული და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო საშუალება, – ხარაგაულში გამართული სათავგადასავლო ტურ-თამაშები მონაწილეებმა ასე შეაფასეს.
სათავგადასავლო ტურ-თამაშები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, უკვე მესამე წელია, ტარდება.
ტურ-თამაშების პირველ ტურში მონაწილე ხარაგაულის 15 საჯარო სკოლის გუნდიდან ფინალის საგზური ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა „იმედი“ და ვახანის საჯარო სკოლის გუნდმა „არგო“ მოიპოვეს.
ფინალში, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მარელისის ხერგილზე გაიმართა, ხარაგაულელებთან ერთად ზესტაფონის, თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებიდან თითო-თითო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
„ამ კონკურსს დამარცხებული არ ჰყავს, – აღნიშნა გუნდების დაჯილდოებისას ტურ-თამაშების ორგანიზატორმა, გამგებლის მრჩეველმა ტურიზმის საკითხებში, მამუკა ჭიპაშვილმა, – ფინალისტებმა რთული დაბრკოლებები გადალახეს და საინტერესოდ იასპარეზეს.“
ტურ-თამაშებში მესამე ადგილზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი წილად ხვდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქარის საჯარო სკოლის გუნდს „იშვიათი იმერლები.“
წლევანდელი ტურ-თამაშების პირველი ადგილის მფლობელია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის გუნდი „მაკლეინ ჯორჯია.“
ფინალისტების დაჯილდოება ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. კონკურსის ყველა მონაწილე გუნდი სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ტურ-თამაშები მერლისის ხერგილზე, ფინალისტების დაჯილდოება
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების