

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალგარემონტებულ შენობაში წიგნების თაროებსა და ინვენტარს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გ“ და „ვ“ ამონტაჟებს.
ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, სამ-ოთხ დღეში, როგორც კი შენობაში ავეჯი განთავსდება, გადასვლის პროცესს დაიწყებენ და სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის დაასრულებენ. მისივე თქმით, სულ გადასატანია 27 ათასი წიგნი.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი შენობა გასული წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე, 83 950 ლარად შპს „გურომ“ გაარემონტა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი