

ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დეტალური პროექტის მოსამზადებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის ვადა დღეს, 22 ივნისს, იწურება.
ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
ამ ბანკის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი, სავარაუდოდ 12 თვეში უნდა მოამზადოს, რის შემდეგაც მაგოსტრალის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.
საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან დაფინანსება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისათვის მიიღო. ამ დაფინანსების გარკვეული ნაწილი ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება.
მაგისტრალის მშენებლობის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი