

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თვრამეტი კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდება. ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოვიპოვეთ.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდებიან:
მადონა შველიძე, ნინო მაღრაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
გიორგი მდინარაძე (კიცხის საჯარო სკოლა);
ნუგზარ მაჭავარიანი, ვლადიმერ მაღრაძე (ლაშის საჯარო სკოლა);
ანა კვინიკაძე ( წიფის საჯარო სკოლა);
არჩილ მაისურაძე, თამარ სხილაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან:
მარი მაღლაფერიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
სალომე პაპიძე (კიცხის საჯარო სკოლა);
მარიამ ფცქიალაძე (მარელისის საჯარო სკოლა);
ზურაბ აბაშიძე, ანი ბლუაშვილი, სალომე ვეფხვაძე, თამარ კიკნაძე, ნოდარ შავიძე, ანი ჩხეიძე, ნინო ჭიპაშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).
აღსანიშნავია, რომ თვრამეტიდან ცხრა მედალოსანი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის, თინათინ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს მედლები, სავარაუდოდ, დეკემბერში გადაეცემათ.
განათლების სამინისტროს წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამის მიზანი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი