

ხარაგაულის თოჯინების თეატრმა ჭიათურაში გამართული თოჯინების თეატრების ფესტივალზე „ტიკინები – 2016“ წარმატება მოიპოვა.
სპექტაკლმა „სამი გოჭის ზღაპარი“ ნომინაციაში – საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – გაიმარჯვა.
ფესტივალში საგარეჯოს, ლაგოდეხის, ხელვაჩაურის, ხაშურის, ზესტაფონის, ფოთის, ჭიათურისა და ოზურგეთის თოჯინების თეატრები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ჟიურის შემადგნელობაში იყვნენ ცნობილი რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი და თეატრთმცოდნე ნერონ აბულაძე.
რეჟისორი ირინე ჩხეიძე მიღწეული წარმატებით გახარებულია და ამბობს, რომ ფესტივალში მონაწილეობით ხარაგაულის თოჯინების თეატრის დასმა დიდი გამოცდილება მიიღო.
„ტიკინები 2016“ ჭიათურაში 13-დან 16 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ფოტოზე: ჯილდოვდება ხარაგაულის თოჯინების თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების