

სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მოწოდებული ინფორმაციით, 16 და 17 ივნისს დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს.
ხარაგაული. გადამცემ ხაზებზე „ლეღვანი-1“ და „ლეღვანი-2“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 16 ივნისს 07:00-18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურ „მარელისი წევას“ დაახლოებით 1600 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეღვანი, დიდვაკე, მარელისი, ვანი, ზარანი, საღანძილე, სხლითი, ჩხერი.
სამტრედია. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 16 ივნისს გაითიშება მ/ძ ქვესადგური „სამტრედია 2“, რის გამოც ძაბვის მიწოდება 11:00-17:00 საათამდე შეეზღუდება ა.კალაძის, აღმაშენებლის, გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლაშა თევზაძის, კუიბიშევის, ძველი სამტრედიის, მანჯგალაძის, პეტრიაშვილის, მაზნიაშვილის, რუხაძის, ქუთაისის, ვასაძის, ახმეტელის, ტერელაძის, ხორავას, ბარათაშვილის, კალანდარიშვილის და მიმდებარე ქუჩებს ქ. სამტრედიაში და სოფლებს ეწერი, იანეთი, ახალსოფელი, ქვათახე და მელაური.
17 ივნისს მაღალი გადამცემ ხაზ „ჯიხაიშზე“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00-17:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგურები „კულაში“ და „ჯიხაიში“. აღნიშნული სამუშაოების გამო ელენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტებს სამტრედიის რაიონის სოფლებში კულაში, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი და დიდი ჯიხაიში.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი