

#51 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ილემი, სანახშირე, შროშა, ფუთი, ძირულა – მოიცავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება დაიწყო.
დღეს, 15 ივნისს, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა იარკლი ალასანიამ ხარაგაული-ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ზურაბ მაჭავარიანი წარადგინა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, „რესპუბლიკური პარტიის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარობისთვის, დიდი ალბათობით, ისევ ნოდარ ებანოიძე იბრძოლებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, მათი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
პარტიის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებას ასევე ელიან კონსერვატიული პარტიისა და ეროვნული ფორუმის ხარაგაულის ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
ფოტოზე: არჩევნები ხარაგაულში, 2014 წ.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების