14 ივნისს თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორიგის თემაზე საჯარო ფორუმი გაიმართა.

ფორუმი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა ირაკლი ხმალაძემ და ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ გახსნეს.

საქართველოში საჯარო ხარჯების მართვის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმები საერთაშორისო ექსპერტმა ოლენა კრილოვა-მიულერმა შეაფასა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების ხარჯვის მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ძიითად მიგნებებზე ისაუბრეს კახა დაუშვილმა (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია), სიმონ გაბრიჭიძემ (Welfare Foundation), ირმა პავლიაშვილმა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ლევან ხინთიბიძემ (საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი).

საერთაშორისო კონსულტანტ ოლენა კრილოვა-მიულერის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველომ სწრაფი წინსვლა განიცადა საჯარო ფინანსების მართვის სექტორის რეფორმირებისა და გამჭვირვალობის ევროპული და საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველყოფის კუთხით.

თუმცა, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე სერიოზულ გამოწვევად რჩება  სახელმწიფო ფინანსებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება.

ეროვნულ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში არ არის სათანადოდ რეგულირებული. ძირითად ინსტიტუტებს – პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებს, რომლებსაც ასეთი ჩართულობის ქმედითობა შეუძლიათ უზრუნველყონ, შესაბამისი გამოცდილება აკლიათ.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ეროვნულ დონეზე კონსულტაციებითა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი იმ რამდენიმე პროფესიული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის აქტივობით შემოიფარგლება, რომლებსაც გადაწყვეტილების მიმღებებთან წვდომისა და დონორული დახმარების მიღების მრავალწლიანი ისტორია აქვს.

რსებული რეფორმები არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ბიუჯეტირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მონაწილეობის შესაძლებლობებს იძლევა, ეს შესაძლებლობები არ არის სრულად გამოყენებული.

ამის მიზეზებია ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი მთავრობის სუსტი შესაძლებლობები, ადგილობრივი სამართლებრივი ბაზისა და რესურსების არარსებობა, რომლებიც საჭიროა მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მიდგომების განსახორციელებლად.

ფორუმზე განვიხილეთ ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართვის შესაძლებლობები როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

აღინიშნა, რომ სახელმწიფო ხარჯების მართვის ციკლის გამჭვირვალობაზე ყურადღების გამახვილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, მაგრამ გამჭვირვალობა ანგარიშვალდებულების ეკვივალენტი არ არის.

უმნიშვნელოვანესია, რომ განვასხვავოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და საზოგადოების მონაწილეობა. ორივე მიდგომას თავისი უპირატესობები და შეზღუდვები აქვს თანამონაწილობითი პროცესისა და შედეგისათვის.

ფორუმზე გავეცანით საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით.

საჯარო ფორუმი გაიმართა ევროპის ფონდის პროექტის – „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტის ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის თანადაფინანსებას უზრყნველყოფს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

ლაურა გოგოლაძე