

ლიტერატურული კონკურსის – „ოდეონი – 2016“ გამარჯვებულები „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჟიურის თავმჯდომარე როსტომ ჩხეიძემ დაასახელა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო პროზაული ნამუშევრის ავტორია ნათია როსტიაშვილი.
პოეზიაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა – ირმა მალაციძე და ედუარდ უგულავა.
„ოდეონის“ იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის, ინფორმაციით, ნათია როსტიაშვილი 400 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო პოეზიაში გამარჯვებული კონკურსანტები 200-200 ლარს მიიღებენ.
ჟიურიმ ხუთი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დაასახელა: ნინო მოდრეკილაძე, მამუკა ჭიპაშვილი, ეკა ქურხული, მაია მიქაია და ლევან ლორია.
ლიტერატურული კონკურსი წელს მეთერთმეტედ ჩატარდა. „ოდეონს“ ამჯერად ფარცხნალმა უმასპინძლა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი