

დღეს, 10 ივნისს, 2 000-ზე მეტ საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები ტარდება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ.
სამეურვეო საბჭო შემდგომში ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები 13 ივნისისთვის იქნება ცნობილი.
ფოტოებზე: სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში