

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ თანამშრომლებთან ერთად გადაწყვიტა, რომ პატივისცემა გამოეხატა იმ მოსწავლეების მიმართ, რომელთაც 2015-2016 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კონკურსებში გაიმარჯვეს.
დავით კიკნაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წარმატება მასწავლებელთა თავდადებულმა შრომამ, მოსწავლეთა მონდომებამ, ოჯახებისა და სკოლების დირექციებისგან ხელშეწყობამ განაპირობა.
საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ, სპორტულ და სხვა სახის კონკურსებში გამარჯვებული 34 მოსწავლე რესურსცენტრის, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებს ყურადღებისთვის და აღნიშნეს, რომ ხარაგაულს ქვეყნის მასშტაბით თუ საერთაშორისო კონკურსებზე მომავალშიც წარმოაჩენენ.
ნინო კაპანაძე

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი